მაღალი ხარისხი და შეღავათიანი რემონტის ფასები საქართველოს მასშტაბით
საუკეთესო ფასები და უახლესი ავიაბილეთები ჩვენს ვებ გვერდზე

ტვირთის გადაზიდვა (Tvirtis gadazidva)

საქართველოში არსებობს უამრავი ავეჯისა და ტვირთის გადაზიდვის, როგორც კერძო, ისე საჯარო დაწესებულებების სერვის ცენტრები და კომპანიები. უამრავი კომპანია სთავაზობს მომხმარებელს ნებისმიერი სახის ტვირთის გადაზიდვას, უმეტესწილად სრული, 24 საათიანი სამუშაო განრიგითა და მომსახურებით. მათ მომსახურებაში, ხშირად შედის, სხვადასხვა ტიპის სატვირთო-სატრანსპორტო სერვისი, რომელიც მოიცავს მცირე, საშუალო ზომისა და არაგაბარიტული ტვირთების დამუშავებას, გადაზიდვასა და მიტანას, როგორც საჰაერო, ისე საზღვაო ან/და სახმელეთო გზებით (საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის შემთხვევაში) ადგილიდან ადგილამდე ტრანსპორტირებას.

შეთავაზებები და მომსახურების ტიპი, რასაკვირველია, განსხვავდება როგორც კომპანიებისა და ადგილობრივი სატვირთო/სატრანსპორტო გადამზიდი სერვისების მიხედვით, ისე კერძო პირის მიერ სატვირთო მომსახურების მიხედვით. ზოგიერთი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს საკონტეინერო ტიპის ტვირთების გადაზიდვებს, ასევე, როგორც მცირე, ისე არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვას. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ნაკრებისა და მთლიანი სახის ტვირთების ტრანსპორტირებითაც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.

ამასთან, ტვირთის გადაზიდვა (tvirtis gadazidva) საერთაშორისო ტრანსპორტირებასთან ერთად, მოიცავს შიდა გადაზიდვის სერვისაც, საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ კუთხეში დანიშნულების ადგილამდე ტვირთის დაზიანების გარეშე გადატანას.

ტვირთის გადაზიდვა საქართველოს მასშტაბით

თუ თქვენ გსურთ ტვირთის გადაზიდვა (tvirtis gadazidva) თბილისში, ან/და ქალაქგარეთ, სხვადასხვა რეგიონში, მაშინ ტვირთის გადაზიდვის მომსახურების საფასური ტრანსორტირების მიმართულების მიხედვით დაანგარიშდება. თუ მაგალითად, გსურთ 3.5 ტონაზე მეტი წონის ტვირთის გადაზიდვა, მაშინ საშუალოდ დაგჭირდებათ ავტომანქანის ტვირთამწეობის 7800 კგ ტიპი.

რეკომენდირებულია, ტვირთის გადამზდი ტრანსპორტის შერჩევამდე, დეტალური ინფორმაცია მიიღოთ ავტომანქანის (უმეტეს შემთხვევაში ეს დიდი სატვირთოს ტიპის მანქანებია) ტვირთამწეობაზე. ამასთან, ზოგადი რჩევაა, მიიღოთ კონსულტაცია კომპანიისგან ან/და მომსახურე პერსონალისგან თქვენი ტვირთის გადაზიდვისთვის სასურველი და საჭირო სატვირთო მანქანის შერჩევის პროცესში, რადგან შესაძლოა თქვენ ზუსტად ვერ გამოთვალოთ რა ტიპის ტრაპორტი დასჭირდება თქვენს ტვირტთს გადასაზიდად.

ასევე საჭიროა იცოდეთ, თუ რა ზომის, სატვირთო მანქანა მოგემსახურებათ, შეამოწმებინეთ სატვირთოს სიგრძე, სიგანე, და სიმაღლე, რათა თქვენი ტვირთი თავისუფლად დაეტიოს მანქანის კაბინაში და არ დაზიანდეს.

რაზეა დამოკიდებული ტვირთის გადაზიდვის მომსახურების საფასური

გარდა ამისა, ტვირთის გადაზიდვის მომსახურების საფასური დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე, როგორიცაა თქვენი ტვირთის ტიპი, ტევადობა, სიმძიმე, ზომები (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე), ასევე ტერიტორია და მანძილი თუ საიდან სად გსურთ ტვირთის გადატანა.

ამასთან, თუ თქვენ დაგჭირდებათ მუშების დაქირავება თქვენი ტვირთის ადგილიდან ადგილამდე მიტანისთვის (შენიშვნა – აქ იგულისხმება დანიშნულების ადგილამდე მიტანა და დახმარება ტვირთის გადატანაში, მაგალითად, შესაბამის სართულზე ატანა, ოთახში/ოფისში განთავსება, ტვირთის სათანადოდ დალაგება, და სხვა მომსახურება).

ტვირთის გადაზიდვის მომსახურების საფასური ასევე დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე. თუ ტვირთის გადაზიდვა გსურთ თბილისის მასშტაბით, ფასი სხვა იქნება, განსხვავებით საქართველოს სხვადასხვა კუთხესა და რეგიონებში გადაზიდვისგან. უმეტეს შემთხვევაში, ტვირთის გადაზიდვის სერვისის საფასური ითვლება 1 კმ -ის მიხედვით და შესაბამისად, მომსახურების საფასური დისტანციის მიხედვითაც ანგარიშდება.

თქვენ ასევე უნდა იცოდეთ, რომ ტვირთის გადაზიდვის მომსახურების საფასური დამოკიდებულია კომპანიაზე, რომლის სერვისითაც თქვენ სარგებლობთ. ბუნებრივია, კომპანიები და მათი შემოთავაზებები ერთმანეთისგან მეტად თუ ნაკლებად განსხვავდება, შესაბამისად მომსახურების საფასური სხვადასხვაგავარია. ტვირთის გადაზივა მოითხოვს შესაბამისი სატვირთო მანქანის გამოყენებას, სათანადო ზომებისა და ტვირთამწეობის გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, თუ თქვენი ტვირთი დიდი მოცულობისა და წონისაა, თქვენ დაგჭირდებათ დიდი ტვირთამწეობის სატვირთოც, რომლის საფასურიც, სტანდარტული ზომის სატვირტო მანქანისგან განსხვავებით მაღალია.

ხშირად, სატვირთო მანქანის მოდელისა და ტიპის მიხედვითაც განსხვავება ტვირთის გადაზიდვის მომსახურების საფასური. ამგვარ შემთხვევას კი უმეტესწილად კერძო პირის სატვითო-სატრანსპორტო მომსახურებით სარგებლობისას იხილავთ. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ სატვირთო-სატრანსპორტო კომპანიებშიც განსხვავდებოდეს ტვირთის გადაზიდვის საფასური მანქანის მოდელისა და გამოშვების წელის მიხედვით, ვინაიდან რაც უფრო კარგ მდგომარეობაშია სატვირთო მანქანა, მით უფრო მეტი გარანტია გაქვთ თქვენ, როგორც მომხარებელს, რომ თქვენი ტვირთი დაზიანების გარეშე, უსაფრთხოდ ტრანსპორტირდება, როგორც ქალაქში, ისე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში გადატანისას.

მომსახურებები

სამშენებლო ნაგვის გატანა (samsheneblo nagvis gatana)

სამშენებლო ნაგვის გატანის სერვისი გულისხმობს სამშენებლო ნარჩენების, კერძოდ კი სამშენებლო სამუშაოების შედეგად წარმოქმნილ დარჩენილი ნაგვის გადაზიდვას. სამშენებლო ნაგავი ზოგადად მოიცავს ზედმეტ ნარჩენ მასალებს, გათხრების, მშენებლობების, რემონტების, დანგრევისა და საგზაო სამუშაოების შედეგად დარჩენილ მასალებს. სამშენებლო ნაგვის/ნარჩენების უმეტესობა შედგება მასალებისგან, როგორიცაა აგურის, ბეტონის და ხის დაზიანებული ან გამოუყენებელი მასალები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო მშენებლობის დროს გამოუყენებლი დარჩა. იქიდან გამომდინარე, რომ სამშენებლო ნაგავი/ნარჩენები შედგება არასასურველი მასალებისგან, რომელიც წარმოებულია უშუალოდ ან შემთხვევით მშენებლობის ან ინდუსტრიის მიერ, მოიცავს ისეთ სამშენებლო მასალებს, როგორიცაა იზოლაცია, ელექტრული გაყვანილობა, და გადახურვისთვის საჭირო მასალები. სამშენებლო ნაგავი აგრეთვე ადგილმდებარეობის მომზადების შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებსაც მოიცავს, როგორიცაა ნამსხვრევები, ხის ნარჩენები და სხვა ტიპის ნაგავი. სამშენებლო ნარჩენები შეიძლება შეიცავდეს ტყვიას, ასბესტს ან სხვა საშიშ ნივთიერებებსაც. რაზეა

შიდა გადაზიდვები (shida gadazidvebi)

საქართველოში არსებობს არაერთი კომპანია, რომელიც ორგანიზებას უწევს შიდა გადაზიდვებს, როგორიცაა საიმპორტო, საექსპორტო, და სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა, ისე ადგილობრივი, ქალაქის მასშტაბით ნებისმიერი სახის პროდუქტის გადაზიდვა, როგორც თბილისში, ისე მის ფარგლებს გარეთ, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. შესაბამისად, თქვენ გაქვთ ფართო არჩევანი რათა აირჩოთ სასურველი ტვირთების გადამზიდი კომპანიის, რომელიც დაგეხმარებათ და კონსულტაციას გაგიწევთ შესაბამისი მარშრუტის მოძიებაში, რომელიც თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებებს შეესაბამება, გადასაზიდი ტვირთის ტიპისა და მოცულობის მიხედვით. შიდა გადაზიდვები (shida gadazidvebi) ხორციელდება სატვირთო მანქანებით, რომლებიც მოდელისა და ტევადობის მიხედვით განსხვავდება. მომხმარებლების საჭიროებებიდან გამომდინარე, გადამზიდი კომპანიები ზრუნავენ იმაზე, რომ ყოველთვის საკმარისი რაოდენობის მანქანები ჰყავდეთ, სხვადასხვა სერიის და ტვირთამწეობის მიხედვით. ხშირად,

საკონტაქტო ინფორმაცია: (032) 2 110 111