მაღალი ხარისხი და შეღავათიანი რემონტის ფასები საქართველოს მასშტაბით
საუკეთესო ფასები და უახლესი ავიაბილეთები ჩვენს ვებ გვერდზე

ავეჯის გადაზიდვა

ტვირთების გადაზიდვა საქართველოს მასშტაბით

ავეჯის გადაზიდვას ნებისმიერი მიმართულებით, მთელი საქართველოს მასშტაბით. ავეჯის გადაზიდვის სერვისის ფასები დამოკიდებულია ტვირთზე, მაგალითად, რა რაოდენობის, წონის, ზომის, სიმაღლის, და ა.შ. ავეჯის გადაზიდვა (avejis gadazidva) გსურთ; გარდა ამისა, ფასი დამოკიდებულია ტერიტორიაზე, მაგალითად, საიდან სად გსრუთ ავეჯის გადაზიდვა. ფასი ამ შემთხვევაში კილომეტრებზე და ზოგადად, ორ ადგილს შორის დიტანციაზეა დამოკიდებული და მანძილის შესაბამისად ანგარიშდება მთლიანი, ავეჯის გადაზიდვის მომსახურების საფასურიც. მისაღები ფასი და პროფესიონური მომსახურება ჩვენი დევიზია.

დაგვიკავშირდით: 596-50-11-22

მომსახურებები

ტვირთის გადაზიდვა (tvirtis gadazidva)

საქართველოში არსებობს უამრავი ავეჯისა და ტვირთის გადაზიდვის, როგორც კერძო, ისე საჯარო დაწესებულებების სერვის ცენტრები და კომპანიები. უამრავი კომპანია სთავაზობს მომხმარებელს ნებისმიერი სახის ტვირთის გადაზიდვას, უმეტესწილად სრული, 24 საათიანი სამუშაო განრიგითა და მომსახურებით. მათ მომსახურებაში, ხშირად შედის, სხვადასხვა ტიპის სატვირთო-სატრანსპორტო სერვისი, რომელიც მოიცავს მცირე, საშუალო ზომისა და არაგაბარიტული ტვირთების დამუშავებას, გადაზიდვასა და მიტანას, როგორც საჰაერო, ისე საზღვაო ან/და სახმელეთო გზებით (საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის შემთხვევაში) ადგილიდან ადგილამდე ტრანსპორტირებას. შეთავაზებები და მომსახურების ტიპი, რასაკვირველია, განსხვავდება როგორც კომპანიებისა და ადგილობრივი სატვირთო/სატრანსპორტო გადამზიდი სერვისების მიხედვით, ისე კერძო პირის მიერ სატვირთო მომსახურების მიხედვით. ზოგიერთი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს საკონტეინერო ტიპის ტვირთების გადაზიდვებს, ასევე, როგორც მცირე, ისე არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვას. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ნაკრებისა და მთლიანი სახის ტვირთების ტრანსპორტირებითაც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. ამასთან,

სამშენებლო ნაგვის გატანა (samsheneblo nagvis gatana)

სამშენებლო ნაგვის გატანის სერვისი გულისხმობს სამშენებლო ნარჩენების, კერძოდ კი სამშენებლო სამუშაოების შედეგად წარმოქმნილ დარჩენილი ნაგვის გადაზიდვას. სამშენებლო ნაგავი ზოგადად მოიცავს ზედმეტ ნარჩენ მასალებს, გათხრების, მშენებლობების, რემონტების, დანგრევისა და საგზაო სამუშაოების შედეგად დარჩენილ მასალებს. სამშენებლო ნაგვის/ნარჩენების უმეტესობა შედგება მასალებისგან, როგორიცაა აგურის, ბეტონის და ხის დაზიანებული ან გამოუყენებელი მასალები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო მშენებლობის დროს გამოუყენებლი დარჩა. იქიდან გამომდინარე, რომ სამშენებლო ნაგავი/ნარჩენები შედგება არასასურველი მასალებისგან, რომელიც წარმოებულია უშუალოდ ან შემთხვევით მშენებლობის ან ინდუსტრიის მიერ, მოიცავს ისეთ სამშენებლო მასალებს, როგორიცაა იზოლაცია, ელექტრული გაყვანილობა, და გადახურვისთვის საჭირო მასალები. სამშენებლო ნაგავი აგრეთვე ადგილმდებარეობის მომზადების შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებსაც მოიცავს, როგორიცაა ნამსხვრევები, ხის ნარჩენები და სხვა ტიპის ნაგავი. სამშენებლო ნარჩენები შეიძლება შეიცავდეს ტყვიას, ასბესტს ან სხვა საშიშ ნივთიერებებსაც. რაზეა

შიდა გადაზიდვები (shida gadazidvebi)

საქართველოში არსებობს არაერთი კომპანია, რომელიც ორგანიზებას უწევს შიდა გადაზიდვებს, როგორიცაა საიმპორტო, საექსპორტო, და სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა, ისე ადგილობრივი, ქალაქის მასშტაბით ნებისმიერი სახის პროდუქტის გადაზიდვა, როგორც თბილისში, ისე მის ფარგლებს გარეთ, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. შესაბამისად, თქვენ გაქვთ ფართო არჩევანი რათა აირჩოთ სასურველი ტვირთების გადამზიდი კომპანიის, რომელიც დაგეხმარებათ და კონსულტაციას გაგიწევთ შესაბამისი მარშრუტის მოძიებაში, რომელიც თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებებს შეესაბამება, გადასაზიდი ტვირთის ტიპისა და მოცულობის მიხედვით. შიდა გადაზიდვები (shida gadazidvebi) ხორციელდება სატვირთო მანქანებით, რომლებიც მოდელისა და ტევადობის მიხედვით განსხვავდება. მომხმარებლების საჭიროებებიდან გამომდინარე, გადამზიდი კომპანიები ზრუნავენ იმაზე, რომ ყოველთვის საკმარისი რაოდენობის მანქანები ჰყავდეთ, სხვადასხვა სერიის და ტვირთამწეობის მიხედვით. ხშირად,

ავეჯის და ტვირთების გადაზიდვა

რა შედის ავეჯის გადაზიდვის მომსახურების პაკეტში?

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, თუ გსურთ ავეჯის გადაზიდვის სერვისით სარგებლობა, უნდა გაითვალისწინოთ რომ თანხა შესაძლოა განსხვავებოდეს მანქანის მოდელების მიხედვითაც. რის მიხედვით უნდა შეარჩიოთ გადამზიდი მანქანა? რასაკვირველია პირველ რიგში წონის მიხედვით. მაგალითად, არსებობს, ტვირთწარმოების 500 კგ, 1600 კგ, 1800 კგ, 2000 კგ, და 3200 კგ ვარიანტები, შესაბამისად, ფასები კილოგრამის მიხედვით მერყეობს.

ამასთან, ზოგიერთ ავეჯის გადაზიდვის სერვისს აქვს დამატებითი შეთავაზებები თავისი მომხმარებლისთვის. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ არა მხოლოდ ავეჯის გადაზიდვის მომსახურებით, არამედ ავეჯის დაზიანების გარეშე მისი გადაზიდვის, დაშლისა და აწყობის სერვისით, პიანინოს ან/და როიალის გადატანით. აქვე უნდა გაითვალისწინოთ, რომ პიანონოსა და როიალის გადაზიდვის შემთხვევაში, ფასი (უმეტესწილად) დგინდება მოწყობილობის ზომის, წონისა და სართულების მიხედვით. ასევე თუ თვენ მოითხოვთ მუშების მომსახურების სერვისის გამოყენებას და ავეჯის სახლში ან/და ბინაში შესაბამის სართულზე და ოთახში განთავსებას, მომსახურების საფასურიც მოიმატებს.

გარდა ზემოთ აღნიშნული ავეჯის გადაზიდვის მომსახურებისა, ხშირად, გადაზიდვის სერვისები ბანკომატებისა და სეიფების გადატანის შესაძლებლობასაც იძლევიან; ასევე ტრაილერების დაცლას, ოფისებისა და საწყობების გადატანასა, და მუშების დაქირავებას.

ზოგიერთი ავეჯის გადაზიდვის სერვისცენტრი მომხმარებელს სთავაზობს წყლის გამაცხელებლის, გამათბობელის, სარეცხი მანქანისა და ჭაღის გადაზიდვას, მოწყობილობების მოხსნასა და შემდგომში დანიშნულების ადგილზე მიტანა მიმაგრებას. მოთხოვნის შემთხვევაში, შეგიძლიათ ისარგებლოთ ასევე შესაფუთი მასალის მომსახურებითაც (თუ, რა თქმა უნდა, თქვენს მიერ შერჩეული კომპანია/დაწესებულება მსგავს პაკეტს გთავაზობთ).

იმისათვის, რომ ისარგებლოთ მსგავსი შეთავაზებებით, აუცილებელია დაუკავშირდეთ ადგილობრივ ცენტრს, რომლის სერვისითაც გსურთ სარგებლობა და წინასწარ შეუთანხმდეთ ყველა საჭირო დეტალზე, ასევე შეგიძლიათ მიიღოთ კონსულტაცია და რჩევა გამოცდილი პერსონალისგან, რომელიც დაგეხმარებათ ზუსტი ზომის და ტევადობის გადამზიდი მანქანის შერჩევაში.

ავეჯის გადაზიდვა თბილისში (avejis gadazidva tbilisshi)

თუ გსურთ ავეჯის გადაზიდვა თბილისის მასშტაბით, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ მომსახურების საფასური დამოკიდებულია:

გადამზიდი მანქანის ან/და სატვირთოს ხსენებისას, მიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა ტიპის გადამზიდი მანქანებიდან თქვენთვის მისაღები და სასურველი ტრანსპორტი. უმეტეს შემთხვევაში, ავეჯის გადამზიდ მანქანებს შორის არის შემდეგი ტიპის სატვირთოები, როგორიცაა: მიკრო ავტობუსი, მიკრო ავტობუსი კაბინით, დიდი სატვირთო მანანა, მიკრო ავტობუსი ღია კაბინით, მიკრო ავტობუსი დახურული კაბინით, კურიერული მომსახურების მცირე ზომის მანქანა, და სხვა.

ავეჯის გადაზიდვის სერვისის საფასური თბილისის მასშტაბით ასევე დამოკიდებულია თქვენს მოთხოვნებზე, თუ კი გსურთ ადგილიდან ადგილამდე (თქვენს მიერ მითითებულ დანიშნულებამდე) მიტანა, კერძოდ კი ავეჯის სართულებზე ატანა ან/და თქვენი სურვილსამებრ ავეჯის ოთახებში განთავსება, მაშინ ავეჯის გადაზიდვის საფასური ბუნებრივია მოიმატებს, რასაკვირველია წონის გათვალისწინებით.

*გაითვალისწინეთ, რომ ფასები ცვალებადია და დამოკიდებულია, როგორც თქვენი ავეჯისა და ტვირთის რაოდენობა/წონაზე, ასევე ავეჯის გადამზიდ კომპანიაზე და მის მიერ დასახელებულ ფასებზე. ზემოთ აღნიშნული ფასები კი საშუალოდ ყველაზე გავრცელებული მომსახურების საფასურის ოდენობის მიხედვით არის გაწერილი.

ავეჯის გადაზიდვა საქართველოს რეგიონებში

თუ გსურთ ავეჯის გადაზიდვა საქართველოს მასშტაბით, ქალაქგარეთ და რეგიონებში, მაშინ მომსახურების საფასური იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ეს თბილისშია.

თუკი გაინტერესებთ საშუალოდ რა დაჯდება ავეჯის გადაზიდვა 1600 კგ -დან 3200 კგ ტვირთამწეობის შემთხვევაში, შეგძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემული მაგალითი, რომელიც დაგეხმარებათ ზოგადი წარმოდგენა შეიქმნათ ავეჯის გადაზდივის მომსახურების საფასურთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონებში:

გაითვალისწინეთ, რომ ფასები ცვალებადია და დამოკიდებულია, როგორც თქვენი ავეჯისა და ტვირთის რაოდენობა/წონაზე, ასევე ავეჯის გადამზიდ კომპანიაზე და მის მიერ დასახელებულ ფასებზე. გარდა ამისა, ხშირია კერძო ტიპის ავეჯის გადაზივის მომსახურებაც, ამ შემთხვევაშიც თანხა განსხვავებულია და რეკომენდირებულია მიმართოთ თავად პიროვნებას ან/და ტვირთის გადამზიდ ცენტრს, რომლებიც უკეთესად დაგაკვალიანებენ და გაგიწევენ საჭირო კონსულტაციას.

ავეჯის გადაზიდვა საქართველოში აეროპორტიდან ან/და საბაჟოდან

თუ თქვენ გსურთ, რომ ისარგებლოთ ავეჯის გადაზიდვის სერვისით საქართველოს მასშტაბით, კერძოდ კი საქართველოს ნებისმიერი აეროპორტიდან ან/და საბაჟოდან ადგილზე, თქვენს სახლში მიტანით, ფასები საშუალოდ შემდეგნაირად გადანაწილდება:

*გაითვალისწინეთ, რომ ფასები ცვალებადია და დამოკიდებულია, თქვენი ავეჯისა და ტვირთის რაოდენობა/წონაზე.

საკონტაქტო ინფორმაცია: (032) 2 110 111